Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
შენ ჩემი სიცოცხლის ულამაზესი, განუმეორებელი და უკანასკნელი სიყვარული ხარ. მადლობელი ვარ სიყვარულის საოცარი ზღაპრისთვის და ახდენილი ოცნებებისთვის... არც კი ვიცი, ვერა, ვერც კი გეტყვი, რატომ მიყვარხარ ასე ძალიან, უბრალოდ შენ ჩემი გულის სამუდამო ძგერა და ჩემი სუნთქვა გახდი. იცი რას მივხვდი? იმას, რომ ძალიანაც რომ მოვინდომო ვერასდროს დაგკარგავ, რადგან შენ ჩემი გულის დიდი ნაწილი ხარ. შენი დაკარგვა კი გულის მკერდიდან ამოგლეჯას და სიკვდილს ნიშნავს. მე კი ჩემო სიხარულო სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ. ჩემო სიხარულო მე შენ სიცოცხლეზე და სუნთქვაზე მეტად მიყვარხარ..
წახვალ... და როდესაც ჩემზე გკითხავენ, რას ეტყვი ნეტავ? მჯერა რომ გაგახსენდები... და მერე ჩურჩულით იტყვი "მიყვარდა" მაშინ გკითხავენ "რატომ დაშორდთ?" გაგეღიმება და იტყვი "ჩემი იყო და ვერ ვხვდებოდი" ..