წლები გადის და ვგრძნობ,
რომ ნელდება თანდათან სუნთქვა.
არც გულისცემა არის ისეთი,
რაც იყო უწინ. წლები გადის და
საუბრის ნაცვლად მე ხშირად ვდუმვარ,
რადგან, ბოლო დროს, ხშირად მიჩნდება
აზრები ურჩი.
რადგან, ბოლო დროს,
ყველას წუხილი ახლოა გულთან
და რადგან მტკივა დაკწრული და
ნაგვემი სული.
ვგრძნობ,რომ ნელდება,
თანდათან ქრება,ჩერდება სუნთქვა...
ახლა აღარ ვარ ის,რაც ვიყავი
შარშან, ან გუშინ.
აზრი არა აქვს შევჩერდე,
ანდა ვიყურო უკან,
აზრი არა აქვს ვეძებო ის,
რაც არც მქონდა უწინ.
რამდენ ხანს ვიარე ცხოვრების გზაზე,
არ ვიცი, ჩუმად.
ალბათ, მანამდე,სანამ დაიტევს
ამ ტკივილს გული.
დიდი ხანია სხვისი წუხილი
მიკაწრავს გულს და
საუბრის ნაცვლად, დიდი ხანია,
მე ვარჩევ დუმილს...