ინტერნეტ სივრცემ დამიპყრო, odnoklassnik- ს ვეღარ ვნებდები, მწვანედ იმდენ ხანს ვანთივარ, სანამ არ გამოვშტერდები. ავტვირთავ ახალ ფოტოებს, ვარ like-ების ლოდინში, ღამეს საიტზე ვათენებ, მერე დღე ვგდივარ ლოგინში. post-ებს post- ებზე ვაქვეყნებ, გავაზიარე ბმულები, google -დან დავაკოპირე შენთვის წითელი გულები. ფოტოზე გიწერ კომენტარს: "ვა, რა როჟა ხარ, დავეცი" სანამ leptop-ი გავთიშე მიდი, პასუხი გამეცი. უი, აქ ხარ და არა მწერ? აჰა, ესე იგი მღალატობ! შენ თუ გგონია ვიდარდებ... დღესვე list- იდან გაგაქრობ. password-ად შენი გვარი მაქვს, mail-ად ძველი ნომერი უკვე იმდენჯერ შეცვალე, ვეღარ ვიხსენებ რომელი. წადი რა, ნუღარ მაბოლებ, რა ვირუსივით შემიჩნდი, შენს გამო chat-ი გავთიშე, პროფილსაც ხომ არ შევიცვლი! ნწ,ნწ