ნურასოდეს ნუ გადამშლი ცხოვრებიდან,
სიყვარული ჩემზე მეტად შენ გჭირდება,
უჩემობას, კარგად ვიცი, ვერ აიტან,
შორს ვიქნები შველა როცა დაგჭირდება.თუ შენს გულში ერთხელ მაინც ჩაიხედე,
მიხვდებოდი რა ადგილი მიკავია,
ნუ გადამშლი, ცოტა წინაც გაიხედე,
შენ უჩემოდ არაფერი გიხარია.ნუ დაანგრევ აშენებულ ოცნების კოშკს,
ყოველი დღე ისტორიის ფურცელია,
გადაშალე, ის ფურცელი ამოხიე,
რომელი დღეც მწარე ცრემლით ულევია.მოინიშნე ის ლამაზი აბზაცები,
მე და შენ რომ ერთად გაგვიტარებია,
ეს რომანი არასოდეს დაასრულო,
სიყვარულით დაჭრილ-ნაიარებია.თუ დამკარგავ, იცოდე, რომ სხვა მიპოვის,
დაკარგული გულის პოვნა ადვილია,
სწორედ ისეთ ადამიანს შევიყვარებ,
ვისი გზებიც ტკივილებით გავლილია.ის გამიგებს, ის მიხვდება ცრემლის მიზეზს,
ვისაც ჩემე