საით მივდივართ
ვსტირი ქართველებს,
ცხარე ცრემლით ვსტირი ქართველებს,
უსინათლობით დაკარგვიათ
ვისაც ღირსება,
ნამდვილთა გვერდით არ საკადრებს,
და არ სათქმელებს,
ვსტირი და ვხედავ
გული ცრემლით როგორ ივსება.
ის, ვინც საკუთარს
საფასური დაადო ჩალის,
ვინც დედინაცვალს იფიცებს და
ივიწყებს დედას,
ძირძველ კერაზე მისასვლელი
არ ახსოვს კარის,
და ვინც სიხარულს
მხოლოდ უცხო ზეცის ქვეშ ხედავს.
ვსტირი ქართველებს,
გულგრილების მტკივა თაობა,
ზოგს უნებლიეთ, ზოგსაც
ნებსით დაკარგულ შვილებს,
შავ–თეთრში ვინაც ვერ იპოვა
რამე სხვაობა,
მზარავს, როს ეშმა ქართველისთვის
ილესავს კბილებს.
ამოგლეჯილი გული დამაქვს
დარდით ნათელი,
გაცემულია რადგან რწმენაც,
კაპიკის ფასად,
სამშობლო მტკივა,
დაკარგული მტკივა ქართვ