მე შენ დაგეძებ და მონატრებას ვიკლავ შორიდან,
ახლა მთები ხარ, ჰორიზონტის მიღმა რომ სძინავს.
შენი სახელი დავარქვი და მინდა რომ გითხრა,
გელაპარაკო და შენც თითქოს გესმის ტრფობის ხმა.
აგრუხუნდები, მერე ციდან წვიმად მოდიხარ,
თითქოს და ამ მთებს უერთდები და შენ მგონიხარ.
წამოზიდულან, ისე როგორც შენი მხრები და,
გადმომცქერიან კვლავ ამაყად, კვლავ ძველებურად.
მე შენ გეძებდი და გიპოვე ამ მთებში ახლა,
და ყოველ დილით, ჩავისუნთქავ შენ ჰაერს ხარბად.
შენ ჩემი მთა ხარ, მე კი ნისლად შენთვის ქცეული,
და ვიფანტები უსასრულოდ შენ თბილ სხეულში.