მეგობრობა – ერთმანეთის დაუსრულებელი აღიარება მგონია. მსგავსად სიყვარულისა, მისთვის ერთი სიტყვაც, ერთი შეხებაც კმარა. განშორება კი დანაკარგია, რომლის მერეც სინანულის ყრუ ტკივილი დაგყვება უკან ❀ ნამდვილი მეგობარი არის ის, ვინც მობრუნდება შენსკენ, როცა სხვები ზურგს შეგაქცევენ ❀ მეგობარს არად უღირთ გამარჯვება, შენ თუ დამარცხდები ❀ მეგობარს ვერასდროს ვერავინ შეცვლის ❀ მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ