არ მინდა სიტყვები ყასიდად ნათქვამი,
და არც ხელოვნური უგულო ღიმილი.
ნუ მეტყვი ტყულის და ღირსებას ნუ მატკენ,
მე, მიჯობს სიმართლით ნათქვამის ტკივილი.
ეს, ჩემი ცხოვრება,ალალად ვიცხოვრე,
შეცდომაც დავუშვი იმდენი, ვერც ვითვლი,
თუმცაღა, რასაც კი ვიწყებდი ოსედმე,
სულ მუდამ, მესმოდა კარნახი გულისხმის.
და ასე მოვილევ რაც დამრჩა იმასაც,
სანამდის ჩემს ფურცელს, არყოფნა გადაშლის.
მერე კი, მომივა ძილქუშის ფერია,
წამიყვანს, არყოფნის ბუნდოვან ზღაპარში