იმ მონატრების ცრემლივარ შენ ბაგეებს რომ აშრება, იმ კოცნის ნაკვალებივარ ტუჩებზე რომ არ ქრება, შენი პატარა გული ვარ განუწყვეტლივ რომ ფეთქავს, ის ვარ ვისაც უყვარხარ, და რის თქმასაც ვერ ბედავს, იმ დროის წამებივარ შენთვის რომ ჩერდება, უსასრულო ბილიკი ვარ რომელიც არ წყდება, ის უკვდავი გრძნობავარ რომელიც არ ქრება, წვიმის წვეთის დაცემისგან თითქოს შენი ხმა მესმის ძალიან მჭირდებიო მიყვარხარო ჩამესმის, გინდა რამე რომ მითხრა? ფიქრები გებრძვიან არ გინდა არაფრის თქმა ეგ ცრემლები მეტყვიან.