’’ეს მთა ჩემია! ეს ხე ჩემია!” მე ვიმეორებ ყოველ ცისმარე. სხვის მიწის ხვეჭა ჩვენ არ გვჩვევია, ჩვენ საკუთარი ჩვენიც ვიკმარეთ. ”ეს მთა ჩვენია! ეს ხე ჩვენია!” მე ვიმეორებ ყოველ განთიადს. თუკი რამ კარგი გადამრჩენია, ისიც სამშობლოს დროშად ანთია. სამშობლოს დროშა, როგორც ფოლადი, ერთი მიზნისკენ ჩვენს გულებს იკრებს... გულო! მებრძოლებს გაუტოლადდი, თოფის ლულაზე აწყობდი ფიქრებს! ჩემს სიცოცხლეში ზამბახზე მძიმე არ წარმომითქვამს სიტყვა და ლექსი, პეპელას ფრთებზე გამოვიძინე, მინანავებდა სიოს ალერსი. როგორც მებრძოლი, ეს მართალია, მე არ ვყოფილვარ, ძვირფასო, წინათ; ჩემში რითმამ და თოფის ფიალამ თანამოსანგრედ ვერ იქორწინა. მაგრამ თუ ატყდა ომი ფიცხელი, შემოანგრიეს მზა ჯებირები კალმის მაგ