სიბერე მინდა ისეთი,
თმებზე გვეყაროს ჭაღარა.
ტყის პირას გვქონდეს ფიცრული,
ხის სახლი, სახლი პატარა.მდინარე ჩამოდიოდეს,
მთების ნაჟური კამკამა.
დილით ბულბული გალობდეს,
მზე კი გვათბობდეს თაკარა.შენც გვერდით მყავდე ჯიელო,
დავბერდეთ ერთად, აბა რა.
გავიხსენებდეთ წარსულში,
დრომ სად და როგორ გვატარა.ბუხარი ენთოს ძველი ქვის,
ქვები სალი კლდის ნათალა.
ცეცხლზე მიდგმული სამფეხი,
ქვაბი სპილენძის,სხვა არა.პატარა ბაღჩას ვუვლიდეთ,
ცის და ყვავილის კამარას.
დამბალი ხაჭო გვყოფნიდეს,
სხვა არც რა მინდა, არც არა.ბალღები ხშირად გვსტუმრობდნენ,
გაგვახარებდნენ ჩქარ–ჩქარა.
მათი სტუმრობის ლხინითა,
სახლიც ხარობდეს,აბა რა.სიბერე მინდა ისეთი,
თმებზე გვეყაროს ჭაღარა.
ტყის პირას პატარა სახლი,
მე და შენ მარტო,სხვა არა.
/დიანა/