დე.. იცი როგორ მომენატრე? ქუჩაში ვდგავარ და დახმარებას ხელგაწვდილი ვითხოვ და თუ რომელიმე უფროსი ქალი თბილად მომექცევა,გულში ვფიქრობ''ჩემი დედიკო რომ ცოცხალი იყოს, ისიც ასეთი თბილი და კეთილი იქნებოდა''. თუ რომელიმე ქალი ცუდად, ცივად მომექცევა, თვალები მიცრემლიანდება მაგრამ მერე ორი მიზეზის გამო ვიშრობ ცრემლებს.
პირველი–გულში ვფიქრობ, 'დედა რომ ცოცხალი იყოს, ის ასეთი არ იქნებოდა' 'მისი გული სიკეთით იყო სავსე.' მახსენდება რა კეთილი მყავდი,ხალხს რომელიც ჩემნაირად იდგა და დახმარებას ითხოვდა, რა თბილად ეპყრობოდი,ფულს აძლევდი,რჩევასაც და დედობრივი თბილი ღიმილით უღიმოდი.მეხსენდება და გული სიამაყით მევსება, რაც ტირილის საშუალებას არ მაძლევს, პირიქით, ჩემს სახეს უნებურად ეფინება ღიმილი.
მეორე მიზეზი