რა დავაშავეთ ღმერთო ასეთი...
**************************************
რა დავაშავეთ ღმერთო ასეთი,
რა ცოდვა გვაწევს უფლის წინაშე,
ერში ზიზღის და მტრობის დამთესი,
საკუთარ ხალხზე რუსით ილაშქრებს.
ახლა დუმილი ღალატის ფასად,
კარგს სასიკეთოს არას გვიქადის,
ხმა ამოვიღოთ, ბოდიშის ნაცვლად,
ხელისუფლება თავს არც გვიყადრის.
ზურგი აქციეს ნატოს, ევროპას,
რუსის დაკვეთით მასკარადს დგამენ,
ციხის კედლებში შურისძიებით
პრეზიდენტს არა, სამშობლოს კლავენ.
კლავენ მომავალს ჩვენი შვილების,
კლავენ ემიგრანტ დედების ნატვრას,
ვერ ავუდივართ უცხო მიწიდან,
გადმოსვენებულ გვამების დათვლას.
კლავენ ქართველთა თავისუფლებას,
კლავენ იმედებს, მრავალჯერ მითქვამს,
ხმის ამოღების არ გვაქვს უფლება,
ძალა დაკარგა მართალმა სიტყვამ.
დაიმახ