ჩვენი არსების ცენტრში არის არარსობის წერტილი, რომელსაც ცოდვა და ილუზია არ შეხებია, ეს არის წმინდა ჭეშმარიტების წერტილი ანუ ნაპერწკალი, რომელიც მთლიანად ღმერთს ეკუთვნის და არასოდეს არ არის ჩვენს განკარგულებაში, რომლითაც ღმერთი ჩვენს ცხოვრებას განაგებს და მიუწვდომელია ჩვენი გონების წარმოსახვისა და ნების უხეშობისათვის. ეს პატარა წერტილი არარსობისა და აბსოლუტური სიგლახაკისა, არის ღმერთის წმინდა დიდება ჩვენში. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ღმერთის სახელი დაწერილი ჩვენში, როგორც ჩვენი სიგლახაკე, უპოვარება, ღმერთზე დამოკიდებულება და მისი შვილება. ეს წერტილი წმინდა ბრილიანტივითაა, რომელიც ზეცის უხილავი ნათლით ბრწყინავს. ის ყველაშია და მისი დანახვა რომ შეგვეძლოს დავინახავდით სინათლის მილიარდობით წერტი