მომენატრები ავტირდები,
გაძაგებენ და ავყვირდები,
მიმატოვებ და მოგიკვდები,
მ ო ნ ა ტ რ ე ბ ი ს გ ა ნ
სხვასთან წახვალ და გავგიჟდები,
მიმატოვებ და ავტირდები,
დაბრუნდები და ავყვირდები,
ს ი ხ ა რ უ ლ ი ს გ ა ნ
თუ გეყვარები, მეყვარები,
თუ არა და, მე მაინც მეყვარები,
ქვეყნად არავინ დაღუპულა,
ი მ ე დ ე ბ ის გ ა ნ
დაგელოდები იმედებით,
ყველაზე დიდი იმედებით,
და თუ გავგიჟდები მე გავგიჟდები,
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გ ა ნ...