თუ შემიძლია სიკეთე ვთესო, მაშ რატომ ვიყო ბოროტი, ავი? თუ შემიძლია, რომ შევიყვარო, შენ სიძულვილო მანებე თავი. გვერდით ვიღაც თუ ტირის და უჭირს, მაშ, რა ფასი აქვს მითხარი ჩემ ლხინს? თუ შემიძლია მალამოდ ვექცე, და მოვუნახო წამალი შენს ჭირს. გული მაშინ მაქვს, ცრემლს თუ შეგიშრობ, „ღობეს ჩხირს თუ არ ვუწოდებ სხვის ჭირს“ თუ ვერ გიშველი, ხომ განუგეშებ, წამალზე უკეთ ზოგჯერ სიტყვა სჭრის. თუკი არსებობს ქვეყნად შენება, მაშ მოაშორეთ აქედან ნგრევა, ეს სიცოცხლე ხომ ღვთის წყალობაა, რად მოვიგონეთ ომი და რბევა?. თუ შემიძლია, რომ მოგისმინო, შენ შენი დარდი გამიზიარო, გული მიტომ მაქვს ყოველთვის მოძმის, ჭირი და ლხინი გავიზიარო. ხან ვიცინო და ხან ცრემლი ვღვარო, დაგიდგე გვერდში მოგცე იმედი... ბევრს თუ ვერ შევძლებ, მოგ