ლავას ოღლის“ სტატუსი შეუჩერეს - დიდი წმენდა ქურდულ სამყაროში
primetime.ge 18 ივნისი 13:09
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ბოლო პერიოდში სტამბოლი ქურდული სამყაროს ცენტრად იქცა.
თავად თურქი სამართალდამცველებიც აღიარებენ, რომ იქ „კანონიერი ქურდების“ არნახული კონცენტრაცია ფიქსირდება. მთავარ მოთამაშეს კი აზერბაიჯანის ციხიდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი (ლოტი გული) წარმოადგენს.
და სწორედ სალიფოვის ინიციატივით სტამბოლში გასულ კვირას ქურდულ სამყაროში დიდი წმენდა გამოცხადდა, რომელიც სხვებთან ერთად ქართველ „კანონიერ ქურდებსაც“ შეეხოთ. მათ შორის ქურდული სტატუსის გარეშე დარჩა არაერთი გახმაურებული საქმის ფიგურანტი მინდია გორაძე, რომელსაც კრიმინალურ წ