მოდი იმ ქვეყანას გაუმარჯოს,
სადაც მოწყენის დროს გავიქცევით,
მოდი იმ ოცნებას გაუმარჯოს,
სადაც ღმერთკაცებად გადვიქცევით.
მოდი, იმ ყვავილებს გაუმარჯოს,
ტუჩს, რომ შევახებთ და ავწითლდებით,
მოდი, იმ ფერიებს გაუმარჯოს
ვისი ცქერითაც, რომ არ ვიღლებით.
მოდი, იმ ბროლის კოშკს გაუმარჯოს,
შენ, რომ ვარდით მორთე ,მე იებით,
მოდი, იმ შენს თვალებს გაუმარჯოს,
მე ,რომ სულ ვუცქერი გარინდებით..