მუზა მეძახის მე კი არ ვუსმენ,
აღარ მსურს სულის აბობოქრება,
ვის მოვეფერო, ან ვინ ვიწამო,
ვნახე ბუნების გაბოროტება...
რაღაც წამებში ნგრევა, სიკვდილი,
ცხოველების და ხალხის კივილი...
და მე არ ვიცი, რატომ ან რისთვის,
გვერგო უსაზღვრო ერის ტკივილი.
გონი წამერთვა, გულს ვერ ვიჩერებ,
რატომ დაგვემხო ცა ღამით თავზე,
ცა, რომელს ყველგან ნატრობს ქართველი,
ლექსებსა ვწერდით თბილისის ცაზე...
ახლა რაღა ვთქვა, ცრემლები მახრჩობს,
თარსი ცამეტის ავბედით ღამეს,
თითქოს განგებამ გული გაგლიჯა,
ისევ კვლავ გლოვის ცრემლები ვღვარეთ.
პატარა ვერე ურჩხულად იქცა,
წყალმა წალეკა ირგვლივ ყოველი,
რამდენი დედა უკვე გაშავდა,
რამდენ