"წარწერა ზოოპარკში:
-
სახეობა – ქოცი.
რიგი – უხერხემლონი;
კლასი – მუქთაძუძუმწოვრები;
გავრცელების არეალი – საქართველო, რუსეთი, სხვა ქვეყნებში გვხვდება ერთეული ინდივდების სახით.
ტყვეობაში თავს გრძნობს გადასარევად: ჭამს, სვამს. მრავლდება. სუქდება, ხასიათდება მიმიკრიის გასაოცარი უნარით. თავისუფლებისას დეპრესიულია, წუწუნებს, იხსენებს და ნოსტალგია აქვს წარსულ დროზე. უარს ამბობს მარტივად შესასრულებელ ფიზიკურ თუ ინტელექტუალურ ტესტებზე.
მისი გავრცელების არეალი, როგორც წესი, დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენებით. გამოირჩევა გარემოსადმი მომხმარებლური დამოკიდებულებით.
განსაკუთრებულად კომფორტულადაა საკუთარ გალიაში.
დღიურ ულუფას ითვისებს სრულიად. ართობს ზოოპარკის დამთვალიერებლებს, დამატებით