გულს ნუ გიტეხ პირველი მარცხით,
ნურც სიყვარულზე ნუ იტყვი უარს.
გახსოვდეს ყოფას მაშინ აქვს
ფასი,
თუ უანგაროდ გულს ვიღაც
უყვარს.
სცადე შეიცნო ცხოვრების არსი.
ზურგს ნუ შეაქცევ მშიერს და
მწყურვალს.
სიკეთე სთესე სიტყვით და საქმით,
მადლი გაეცი, ის შენს სულს
ჰკურნავს.
მოყვასს ნურასდროს ნუ
განიკითხავ.
სხვისი განმსჯელი არ უყვარს
უფალს.
სიძულვილს ახლოს არ გაეკარო,
ბოროტებაა, სამყაროს ღუპავს.
დაცემულს ხელი გაუწოდე და
წამოეშველე მის დაღლილ
სუნთქვას.
ქედმაღლობისთვის დროს ნუ
დახარჯავ,
გახსოვდეს ამ დროს წარსული
ფურცლავს.
თავმდაბლობაში არის სიმაღლე,
ამ სიმაღლეზე ნუ იტყვი უარს.
ის შეიცანი, რაც თვალით არ
სჩანს,
მაგრამ ყოველთვის შენზე, რომ
ზრუნავს.