''ია ამოდის დედის ცრემლზე!..."გამიგონია,
შემორჩენია ეს სიტყვები,სულს მოგონებად,
დედის კალთაში თავ ჩადებულს...არ გეშინია,
თუ გიჭირს, დედა დაგედება სულზე მალამოთ!
როგორც სანთელი...ჩამოქნილი ღმერთის ხელებით...
ისე ნელნელა იღვენთება, დედის სიცოცხლე,
რამდენი რამე გვიგროვდება სულშისათქმელი-
და სულ გვგონია,რომ ამის თქმას მოვასწრებთ ხვალეც!
ია ამოდისდედისცრემლზე, ბრძენს უთქვამს ესეც,
დედის თბილ ხელებს,სხვანაირი მადლი დაჰყვება,
-"მოგიკვდესდედა!..."ამას სხვაგანარსადამბობენ...
გვგონია დედა არდაგვტოვებს, სულ გვეყოლება!
და თუ დაგვტოვა,ჰო იმ დღიდან უცბათ ვბერდებით,
დიდი ბავშვები...ვრჩებით უკვე ცივ სამყაროში...
მოვასწროთ ყველამ...დავიჩოქოთ დედის მუხლებთან,
ჩვენი ბავშვობა დავინახოთ მისჭაღარაში!