სიყვარულის დღეს გილოცავო მეუბნებიან,
მაგრამ სიყვარულს ჩემო კარგო, განა დღე უნდა?
სიყვარული ხომ სათუთი და ნაზი ყლორტია,
რომ ისაზრდოოს, ყურადღება უნდა დღემუდამ.
შეყვარებულად ყოფნა ძლიერ სასურველია,
სასიამოვნო, მათრობელა, მაგრამ რთულია,
უნდა ფეთქავდეს, სულ უნდა გრძნობდე, გულის ბაგაბუგს,
არ შეიძლება გაჩერება, ის ხომ გულია...
ავტორი ანნა ზაკალაშვილი