✔ ასაკთან შედარებით ძალიან ბევრი რამ გამოვიარე, მაგრამ არასოდეს მითქვამს, რომ დასრულდა ცხოვრება.
✔ ხშირად დავმდგარვარ ისეთ გზაზე, რომელიც არ იყო სწორი, მაგრამ არასოდეს მითქვამს, რომ ეს გზა არ დასრულდებოდა და ახალი არ დაიწყებოდა.
✔ ხშირად მიფიქრია, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ არასოდეს მიმიცია უფლება თავისთვის, ეს ფიქრი - მოქმედებაში დამტყობოდა.
✔ ბევრჯერ დამიყრია ფარ-ხმალი, მაგრამ ყოველთვის ვბრუნდებოდი ასაღებად, ყოველთვის ვწმენდდი მტვრისაგან და ბრძოლას ახალი შემართებით ვიწყებდი, რადგან ეს ცხოვრებაა, ასეთია წუთისოფელი!
✔ ბევრჯერ ვყოფილვარ მარტო, ბევრჯერ შემშინებია ცხოვრების, მაგრამ არასოდეს მივუტოვებივარ უფალს, ყოველთვის მეძახდა ზეციდან:
- ასე, რომ წახვალ, შემდეგ ისე წადიო. ეს არის ცხო