იწამე სინათლის ნამდვილი ფერები, სად ეძებ სამშობლოს, რა ღმერთი გიწყრება. იქ, სადაც სივრცეებს ვერ სწვდება ხელები, სამშოლო მთებიდან, მთებიდან იწყება. სარტყელად ნაჭედი, ციხედ და ვარაყად, სად უფალს, შენი ხმა ადვილად მიწვდება, იქ, სადაც ჯიხვები შემდგარან ამაყად, სამშობლო, მთებიდან, მთებიდან იწყება. ნისლი რომ გაშლამდე ბოლო წამს დაითვლის, და ლორთქო ბალახზე ნამებად აწვიმებს, მთაშია ყოველი ნამდვილი, რაც ითქმის, მაშ, ბარად სად ნახავთ ფრთაგაშლილ არწივებს. იწამე სინათლის ნამდვილი ფერები, სად ეძებ სამშობლოს, რა ღმერთი გიწყრება. იქ, სადაც სივრცეებს ვერ სწვდება ხელები, სამშოლო მთებიდან, მთებიდან იწყება. <33