არვის გეგონოთ, არ მინდოდეს მე დაბრუნება, რას არ მივცემდი, ჩემი ქვეყნის ზეცა მენახა, რამდენჯერ ფრთები მინატრია ცრემლებმორეულს, რომ ეს მანძილი ჩიტივით ფრენით გადამელახა. დასაბრუნებლად შემაწიეთ სიტყვა უფალთან, გულის ტკენა ხომ ადვილია, შველა ძნელია, ჩემი ცხოვრებით თუ არ ცხოვრობ, შენ ვერ გამიგებ, რა კარგად უთქვამთ, სხვის საქმეში ყველა ბრძენია. ემიგრანტობავ, სასჯელი ხარ უხელბორკილო, არავინ იცის შენი ბოლო, სადა მთავრდები, ტაძარში სანთელს რომ დაანთებთ არ დაგვივიწყოთ, მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ემიგრანტები!
••• ორიგინალზე გადასვლა