დედა სიზმარშიც შვილისთვის წამობს...
*******************************************
ჟანგბადად ლექსის სტროფები მეყო,
რასაც სიცოცხლის სიცოცხლე ჰქვია
და ვიდრე ჩემში უფალი მეფობს,
ვერ დამაჩოქებს ეშმაკის ტყვია.
ავიტან ყველა ეკალის ნაჩხვლეტს,
ცხელ ნაკვერჩხალზე ტერფების დადგმას,
როს მონატრება გულის ფსკერს ამსხვრევს,
ძალას ვიკრებ და მყარ ნაბიჯს ვადგამ.
კლდეებს გადადგამს მებრძოლი დედა,
ჯაჭვს აიწყვეტავს ბორკილად ნადებს,
შვილს, როცა სასოწარკვეთილს ხედავს
და ებრძოლება ტკივილს და დარდებს.
დედა სიზმარშიც შვილისთვის წამობს,
არ ხურდავდება ოცდაათ ვერცხლად
და მონატრებით დაშანთულ გულზე,
შვილების სახელს დაინთებს ცეცხლად.
ყველა, იმ დედის სიცოცხლეს ვლოცავ,
ვინც შვილებისთვის არსებობს ღმერთად,
გზა გაგინათოთ გიჭირდე