არეულია დედამიწა, ცა და სამყარო, არ ვიცი რა ვთქვა, რა გიამბოთ,რით გაგახაროთ. ვერ გამიგია ვინ რას ფიქრობს, ვინ რას ჩალიჩობს, ვინ რას კისრულობს რომ ცხოვრება გაიხალისოს. ზოგი ყიდულობს, ზოგი ყიდის, ზოგი იპარავს, ზოგი მოგროვილ ფულს შიშისაგან მიწაში მალავს, ზოგი ქვეყნიდან საშოვარზე მიედინება მოდად აქცია ზოგიერთმა ლანძღვა გინება, ქალმა კაცობა მოინდომა, კაცმა ქალობა, და ამის მერე უფლისაგან ვითხოვთ წყალობას. ვინ დააწესა? ირემი რომ მგელმა შეჭამოს, ანდა ღატაკი სიკვდილამდის უნდა ეწამოს. რად გვიხარია , როცა უცხოს ვემსახურებით, იქნებ იმიტომ დავიღალეთ უსაქმურობით. საკუთარ ენას ვამახინჯებთ სხვისი შემყურე, იქნებ დრო დადგა, გამოაცხოს პური მეპურემ. იქნებ დრო დადგა , შევაჩეროთ სულით დაცემა, ერის საკითხი, მოაგვა