გამოვიხურე და ჩავკეტე წარსულის კარი, მსურს დავივიწყო, სამუდამოდ, ძველი ცხოვრება, რომელმაც, უკვე, ამომგლიჯა მკერდიდან გული, და დამიჯერე, აღარ მიღირს მოსაგონებლად, მე ჩემს სიყვარულს ვასაფლავებ, სანაპიროზე ხმაჩახლეჩილი ცივი ქარის, ისმის გოდება, შენ რომ მთავაზობ, იმ მომავალს მე ვერ მივიღებ, რადგანაც გული, ფუჭ იმედებს, არ ელოდება, მე არ ვიბრძოლებ დავრდომილი სიყვარულისთვის, რომლის პირობაც, განუწყვეტლივ, სულ მეორდება, გზას გავაგრძელებ, ვიცი იმას მაინც შევხვდები, ვინც სულსაც დათმობს, ჩემი გულის, მოსაპოვებლად.