ჩემო ლექსთა ფერია, უღრმესი მადლობა ---- ჯერ,მუზები ამიშალე გვირილებით, თან სახელიც შემირჩიე რუდუნებით,გვირილების დედოფალად მონათლული, ჩამატარე, მინდორველად ლექსხნულებში, მერე, რითმა ჩამიბნიე, სტრიქონებში გადაწნული, გვირილების გვირგვინების თმაწნულებში ...ამიშფოთე, ამიღელვე, დაზაფრული, გაზაფხულის ეშხ-ლაზათით მოგონება ქალწულების... თებერვალში გამიცოცხლე, გვირილობას დაკარგული განშორებულ გარდაცვლილთა ზაფხულები... თავსმიხრიან,გულყვითელა დაქალები, ...
დანანებით, მოწიწებით, თანაგრძნობით, სამძიმრებით, ქედსმიხრიან, ჩემი წამწამფახულები... მადლიერი, ჩუმი მზერით,ვუცქერ სივრცეს, მახსენდება,შიშნარევი ივლისის თვე და ზედიზედ, სხვადასხვა წელს დამარხული ახლობლები,
როგორ ვანდე,მიმოფანტულ თეთრ გვირილებს