დედამიწაზე მინიმუმ ორი ადამიანი მაინც არის, ვინც მზადაა, შენ გამო სიცოცხლე დათმოს. მინიმუმ 13 ადამიანს მაინც უყვარხარ თავისებურად. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა ვიღაც ვერ გიტანს – იმიტომ, რომ უბრალოდ სურს, შენ გგავდეს. შენს ღიმილს მისი გახარებაც კიშეუძლია, ვისაც, შეიძლება, არმოსწონხარ. ყოველ ღამე ვიღაც მაინც ფიქრობსშენზე, სანამ დასაძინებლად დაწვება. ვიღაცისთვის შენ ყველაფერი ხარ. მაშინაც კი, როცა რაღაც ძალიან ცუდი ხდება შენს ცხოვრებაში, მას კარგი რამ მოჰყვება აუცილებლად. როცა გგონია, რომ ცხოვრებამ ზურგი გაქცია, მას სხვა რაკურსით შეხედე. ყოველთვის გახსოვდეს, როცა ცხოვრება კიდევ ერთ შანსს გაძლევს, ე.ი.ყველაფერი გამოგივა! ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა, რომ დილაობით სინანულმა გაგაღვიძოს.