ვინ იყო ნინო ბოკუჩავა? - დედა-შვილის შემზარავი გარდაცვალების დეტალები
11:52 10.10.2016
"ნინო ზურგით გადმოეშვა აივნიდან, ყველაფერი წამებში მოხდა" - დედა-შვილის შემზარავი ტრაგედიის დეტალები
სულისშემძვრელი
ტრაგედია დატრიალდა 8 ოქტომბერს თბილისში, გლდანის მეორე მიკრორაიონში. იმ
დროს, როცა პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები არჩევნების შედეგების
მოლოდინში იყვნენ და გაცხარებული ბრძოლა ჰქონდათ უბნებზე გაჩაღებული,
კოპალიანების სახლში საშინელი ტრაგედია ტრიალებდა. ძნელია ასეთ დროს
სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია და ტკივილი, რასაც განიცდი, ძნელია ასეთ დროს
რამე სანუგეშო უთხრა ჭირისუფალს, რომელსაც ასეთი უბედურება დაატყდა თავს.
მართლა მთელი საქართველო შეძრა მოსამართლე ჯემალ კოპალიანის სახლში