სასწაული ქაშუეთის ტაძარში
წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიაში მაცხოვრის ხატი “პირი ღვთისა” სასწაულებრივად აღიბეჭდა მინაზე.
ამ სასწაულის ხილვა ყველა მსურველს შეუძლია. საეკლესიო ისტორიაზე დაყრდნობით, ანჩისხატის, იგივე ,,პირი ღვთისას” ხატს, მეტად საინტერესო ისტორია აქვს.
,,პირი ღვთისას” შექმნის ისტორია იესოს ამქვეყნიური ცხოვრების პერიოდს უკავშირდება.
იესოს ამქვეყნიური მოღვაწეობის დროს, პირველივე საუკუნეში საეკლესიო ისტორიის მიხედვით ვიცით, რომ ედესის მმართველი გახლდათ ავგაროზი, რომელიც დასნეულებული ყოფილა და მან ჩვენს მაცხოვართან, იესო ქრისტესთან გაგზავნა თავისი წარმომადგენელი, რომელსაც წერილიც გაატანა. წერილში ეწერა, რომ ავგაროზ მეფე დასნეულებული იყო და სთხოვდა მაცხოვარს, გან