დაგივიწყო?! დაგივიწყებ, მაგრამ გული გაჩერდება,
მიგატოვო?! მიგატოვებ, მაგრამ სული დაგივიწყებს?,
სიყვარული შენს სარკმელთან სამუდამოდ გაჩერდება,
და გული კი მაგ თბილ ღიმილს არასოდეს არ ივიწყებს,
გაგეცალო?! გაგეცლები, მაგრამ ფიქრი გაგეცლება?
დამშორდიო?! დაგშორდები,თასით ღვინო წამექცევა,
აი როცა შენს ფეხებთან,მოტირალი დავეცემი,
მაშინ მჯერა ეგ თვალები,ცრემლებით რომ აგევსება.
შემეშვიო?! შეგეშვები, მაგრამ გრძნობა დაგავიწყდა?
გრძნობა ვისაც უყვარხარ და გრძნობა ვისაც ეყვარები,
დამიჯერე ჩემო კარგო, შენთან ყოფნა თუ ამიხდა,
გეფიცები ქრისტეს სახელს სამუდამოდ მეყვარები.