ცოდვებით არის სამყარო სავსე
წამის ბილიკებს სიბნელე დასდევს,
უკვე რწმენასაც ეჭვები ავსებს
ცხოვრება უხვად სიმწარეს ანთხევს...
ცოდვის ჯაჭვებით დაბმული სხეული
იბრძვის ბოროტთან ლანდად ქცეული,
გარს მომეხვია ცოდვის ნისლები
სახეს მისველებს სულის ცრემლები...
გაქრა სამყარო წრფელი და წმინდა
აღარ მინდოდა სიმართლე მეთქვა,
დრომ წარიტაცა უფლის მცნებები
უკვე ბოროტსაც ადვილად ვნებდებით...
ხალხში მძვინვარებს შური და ბოღმა
თითქოს გულიც, რომ ყინულად იქცა
გრძნობის, ალერსის, ზრუნვის სიტყვები
ფერფლად ვაქციეთ უფლის მცნებები...
შორს განვუდექი ცხოვრების ხრიკებს
სადაც ცოდვილი აზრებს რომ იკრებს,
სულის ტაძარი უფალთან ერთი
მიწის სამოთხედ რაღა ვთქვა მეტი ?!
უფალო, ცრემლით ვიარე გზებზე
სადაც ბოროტი ზრუნავდა ერთზე:
უფა