გოგნის მთაზე მდებარე წმიდა გიორგის
სალოცავი VII-VIII საუკუნეების ძეგლს
წარმოადგენს და მას კარუგდებელის
სახელით მოიხსენიებენ. წმიდა გიორგის
სახელობის ეკლესიასახელწოდება
შემთხვევითი არაა. ლეგენდის მიხედვით,
სოფელში ერთი დავრდომილი მოხუცი
ცხოვრობდა, რომელსაც წმიდა გიორგი
გამოეცხადა. წმიდანმა მას უთხრა, რომ
მოფრინდებოდა ჩიტი, რომელიც ერთ-ერთი
ქვისაკენ გაუძღვებოდა. დავრდომილი
მართლაც წამოდგა და გაჰყვა ჩიტს,
რომელმაც ეს ქვა აპოვნინა. მოხუცმა ქვა
იმ ადგილზე მიიტანა, სადაც ჩიტი დაიღუპა.
სწორედ ამ ადგილზე ააშენეს სალოცავი,
თუმცა მოგვიანებით დაანგრიეს და ქვები
კლდიდან გადაყარეს. სანამ დაანგრევდნენ,
სალოცავს კარი ჰქონდა, რომელიც მუდამ
ჩამოგდებული ხვდებოდათ. დაუდარაჯდნენ
სოფლის მაცხოვ