დედა მჭირდებიდედა მინდოდა მომეყოლა ჩემი ტკივილი,როგორ დამემსხვრა,დამელეწა,ყველა ოცნება,არ მინდა ისევ დამეტანჯო ბედთან ჩივილითდა ჩემი დარდი ახლა ისევ ფურცლებს მოსწყდება.დედა მეგონა,რომ ჩემთვისაც გაბრწყინდებოდა,ის საოცარი ვარსკვლავები ცას, რომ აყრია,შენი ნათქვამი სიტყვები,რომ მავიწყდებოდა,ახლა ვიხსენებ და ვუცქერი,თვალებს დარდიანს.დედა მე შენი იმედი მაქვს ახლა ნუგეშად,შენს თბილ კალთაში რუდუნებით გაზრდილი ბავშვი,დავრჩები მუდამ პატარა და თავნება გოგოდ,დაღლილ ჭაღარას სათითაოდ დაგითვლი თმაში.დე მოგიყვები წუთისოფელმა,როგორ მაწამა,როგორ გამძარცვეს, როგორ დამტოვეს კარების მიღმა,უსამართლობამ შენს გოგონას ცილი დასწამადა მოჩვენებას დაამსგავსა ამაო ფიქრმა.დე იცი ახლა როგორ მტკივა,როგორ მჭირდები?ვნანობ შენ