, კაცი ნავში იჯდა და თევზაობდა. მასთან მივიდნენ ორნი და სთხოვეს მეორე ნაპირზე გაყვანა. შუა მდინარეში ერთმა შეამჩნია ნიჩბებზე წარწერები: ერთზე ეწერა: ,,,, ილოცე,,,, მეორეზე: ,,,, იშრომე,,,,,.რატომ გააქვს ეს წარწერები???? იკითხა მან. იმიტომ რომ სულ გახსოვდეს, საჭირო რომაა ლოცვა და შრომა. შრომა გასაგებია, მაგრამ ლოცვისა რა მოგახსენო, გაეცინა მგზავრს. მაშინ მენავემ ამოიღო წყლიდან ის ნიჩაბი, რომელზეც ეწერა ,,,,,ილოცე,,,, ნავი ერთ ადგილზე დატრიალდა. რას შვრები კაცო, გაგიჟდი???? ასე ხომ ნაპირზე ვერ გავალთ. ახლა ხომ ნახე რა ემართება ადამიანს, რომელიც არ ლოცულობს. ასე ერთ ადგილს ტკეპნის და წინ ვერ მიდის. მარტო შრომით ადამიანი ფონს ვერ გავა, უთხრა მენავემ და მეორე ნიჩაბიც შეაშველა ნავს