ყველამ რომ გამწიროს, მაინც შენთან მოვალ, ცა რომ ჩამოიქცეს, მიწა რომ დამშორდეს, სისხლისგან ეს გული სულ რომ დაიცალოს, მაინც მეყვარები, ყოველთვის გახსოვდეს, ზაფხულის ზეცის ქვეშ, უცბად, რომ დაზამთრდეს, თეთრ ვარდებს, ულმობლად, თოვლი რომ ათოვდეს, სულის გაყრის წამსაც, მხოლოდ, შენ გინატრებ, ვისურვებ, რომ შენი სურნელი მათრობდეს, მინდა შენი ხელი გულში ჩავიხუტო და ამ წუთისოფელს, ღიმილით, გავშორდე, ბოლო ამოსუნთქვას შენთვის შევინახავ, მინდა მომაკვდავსაც, მხოლოდ, შენ მათბობდე, რაც არ უნდა მოხდეს, მიყვარხარ იცოდე, გული რომ გაჩერდეს, სული რომ დამშორდეს, შენი სიყვარული არასდროს მოკვდება, მაინც მეყვარები, ყოველთვის, გახსოვდეს...