Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
წმიდა ცოტნე დადიანი - საქართველოსთვის თავდადებული და აღმსარებელი (XIII)წმიდა ცოტნე დადიანი - „კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი“ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნეში. ამ დროს საქართველო მონღოლთა უღელქვეშ იტანჯებოდა. რუსუდან მეფის გარდაცვალების შემდეგ (1245 წელს) მონღოლებმა საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან ბრძოლებში მონაწილეობაც დაავალეს. ქვეყნის მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ საქართველოს მთავრებმა გადაწყვიტეს, გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს.
კოხტასთავს დადგენილ შეკრებაზე მთავრებმა „დაამტკიცეს ომი, და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა“. ცოტნე დადიანი, „კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა“, და რაჭის ერისთავი ლაშქრის შ