საეკლესიო სანთელი - მორწმუნე ადამიანის ლოცვის სიმბოლოა იგი მზადდება ცვილისგან - ყველაზე სუფთა და კეთილსურნელი ნივთიერებისგან, რომელიც მიიღება ყვავილებისგან. იგი ნიშნავს სიწმიდესა და სიწრფელეს ჩვენი შესაწირავისა ღმრთისადმი.
ყოველი საეკლესიო ღმრთისმსახურება სრულდება ანთებული სანთლებისა და კანდლების ფონზე, და ჩვენ ვხედავთ მრავალი სახის სულიერ-სიმბოლურ მნიშვნელობას მათი ანთებისას - აღსანიშნავად იმისა, რომ „...ღმერთმან, რომელმან თქუა, ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირისა იესუ ქრისტესსა“ (2 კორ. 4,6), „განმანათლებელი სოფლისა სულიერი ნათლით“ (შდრ. ინ. 1,9; 8,12). ანთებული სანთლები ტაძრებში არის ასევ