მთელი ხეობა დაგტირის,
ჩვენო ჭაბუკო პაატა,
ნუთუ ეგ სული სპეტაკი,
ამ ღელე-ღურდანს გაატა?!
მსხვერპლად გაიღე სიცოცხლე,
შორს გაგვიფრინდი პაატა,
ვით ბრძოლის ველზე დაეცი,
ხელი ვერაფერს წაატა.
შენს შვილებს გულში ჩავიკრავთ,
მოვეფერებით პაატა,
რა გიხაროდა მაგათი,
ძირს ფორთხვა,ფეხით ტაატა,
სად გაგვიფრინდი ვაჟკაცო,
სად გნახოთ ჩვენო პაატა,
შავად შემოსე ხევ-ხუვი,
ეს რა წუხილი მაატა.
ცრემლით წალეკე სოფელი,
ცოლი,შვილები პაატა,
ვიდრე ძირს დაეცემოდი,
ფიქრებს რა აზრი ჩაატა?!
ცრემლად დაღვარე მთის კალთა,
სისხლს დაიწრიტე პაატა,
შენი უმანკო სიცოცხლე,
ამ ღელეს როგორ გაატა?!
გულში გიხუტებს სოფელი,
შენთვის ვლოცულობთ პაატა,
ასეთ ხანმოკლე სიცოცხლეს,
ეს რა სახელი დაატა?!