არმინდა სიცოცხლე შავ-თეთრი ფერებით, ვგრძნობ ამ დარდისგან თანდათან ვბერდები, დრო როგორ გარბის თითქოს ვერ ვხვდები, ტკივილს და სევდას ჩავჭიდე ხელები. არმინდა ვტიროდე წარსულზე ვგლოვობდე,
მთელი ცხოვრება ვიბრძოდე,ვომობდე...
არვის ვახსოვდე,სულ მარტო ვცხოვრობდე,
არმინდა ჩემს სახლში ვსუნთქავდე მხოლოდ მე...
არმინდა სიჩუმე მჩამდეს,მღუპავდეს...
ეული ვიყო არავის ვუყვარდე,
ზღვის ნაპირებზე მზე მწვავდეს მდუღარე,
და მისი ტალღები იყვნენ მდუმარე.
არმინდა თვალებში ვარსკვლავი ჩამიქრეს,
ის სითბო გაქრეს დილით რომ მაღვიძებს,
ოცნება არ მსურს...კალამს ავიღებ...
ცხოვრების წერას თავიდან დავიწყებ.
არმინდა სამყარომ ზურგი მაქციოს,
ჩემი სავალი გზები არიოს,
ხალხმა მტაცებლად,ველურად მაქციოს,
მათგან დაცინვა,ძაგ