ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ, ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება, იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება! როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება, გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის და ყველაფერი კარგად იქნება!ტყუილუბრალოდ ღელვა და შიში, განა ვერ ატყობ რომ არ გიხდება? ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება! რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები, შენი სიცოცხლის წუთი ითველბა, რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს, შენკენ იხრება, ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება! როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი ყველაფერი კარგად იქნება!რო