ჯარში გამიწვიეს დედი...
*****************************************
გახსოვს წასვლისას რომ მაკოცე და
ყურში ჩამჩურჩულე დედი,
"მალე ჩამოვალო"-კართან შეჩერდი და
თვალი ამოგევსო ცრემლით.
ის დღე ტკივილებად გულში ჩამახსომდა,
ახლა სინანულით ვხვდები,
მაშინ რა ვიცოდი, თუკი დიდი ხანი
ვეღარ შეგხვდებოდი დედი.
წლები გადიოდა, მე კი უშენობით
ბევრი გაჭირვება ვნახე,
ბევრჯერ შენს მაგივრად ხატებს ვუმღეროდი,
შენი წარმომიდგა სახე.
იცი? დავვაჟკაცდი, ხმაც კი შევიცვალე,
პირზე წვერ-ულვაში მშვენის,
როგორ მენატრება შენი თბილი სახე,
წამლად შენი ხმაც კი მშველის.
ბრძოლით შევუდექი აღმართს ქვა-ღორღიანს,
რა ვქნა, ეს ყოფილა ბედი,
ჩემზე არ იჯავრო, უკვე კაცი მქვია,
ჯარში გამიწვიეს დედი.
ლოცვა გამაყოლე შენი ტკბილი ხმით და
უფ