რა გინდათ რომ გითხრათ ხალხნო?
რად მიბიძგებთ უკეთურსა,
მე ხომ სიკეთის გზას ვსახლობ?
რად დამცინით უბედურსა?
ქუჩაში რომ ვხეტიალობ,
რატომ იშვერთ თითებს აქეთ?
უფალს მინდა ვეზიარო,
თქვენს თვალებშიც ვხედავ სათქმელს.
რად მიფანტავთ ნაშოვნ ხურდას?
რად მომპარეთ ლუკმა–პური?
მოდი შვილო მოგიტევებ,
თუ კი მართალს გიჭრის ყური.
ღმერთო შენ კი გადმოხედე,
გადაყვლეფილ საქართველოს,
გაჭირვებულს მიეც ლუკმა,
ღონმიხდილმა ცას ახედოს.
სალამურს კი დავუკრავდი,
მაგრამ ჩიტებს ვუფრთხილდები,
ღმერთო ჩემს ძმას შეუსმინე,
გზას მიეცი ლუციფერი!
ავაზაკი თუ შევრაცხეთ,
ქმედება თუ დავაყრუეთ?!
გეხვეწებით მათხოვრისთვის
ღმერთს შევვედროთ ,,დააპურე".
ყოველ ნაბიჯს შველას გვთხოვენ?
თვალს ცრემელები