არ მიყვარს : ცუდი ხასაითის ადამიანები-ჩემი უხასიათობაც მყოფნის , სიზმრის რაინდებზე დანიშნული, უაზროდ შეყვარებული ქალები, რომანის გმირების ასლები, გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები, ალერსით დაღლილი წყვილები, უმისამართო ღიმილი, არამიწიერი სინაზე, კოცნამდე ახსნილი სიყვარული. სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი, ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები", ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები, საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემომქმედები, უაზრიდ ბედნიერები, სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა, მთელი სიცოცხლის მანძილზე არცერთხელღამეგანათენები ადამიანი, მკერდაკოცნილი ქალწულები, უშრომლად მდიდრები, ამპარტავანი თავმდაბლები, ყველაფრის უფლებად აღქმული თ