თუ დედა არ ხარ, დედაშვილობის აზრს ვერ გაიგებ,
ნათქვამს გონება ვერ აღიქვამს და ქარი წაიღებს.
დედის ფიქრები ყველა ჩვენგანის კართან ჩერდება,
დედის თვალებში ყველა ჩვენგანის დარდი ეტევა.
დედაშვილობა! მარადისობის არის ძახილი,
დედაშვილობა ყველა სიკეთის სარკე სამხილი,
დედის ამაგი გადაუხდელი ვალი მარადი,
შვილიდან შვილზე გადასული წმინდა სახადი...
" – ეს ვისი ნაკვალევია უფალო?
– ეს შენს მიერ განვლილი ცხოვრების გზაა შვილო ჩემო!
– კი მაგრამ, ეს მეორე ნაკვალევი ვიღასია?
– ეს ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენთან ვიყავი!
– და მაინც მიგიტოვებივარ უფალო, ზოგჯერ სილას მარტო მიუყვება კვალი ჩემი...
– შენ ცდები შვილო ჩემო!.. მარტო მიმავალი კვალი ჩემია, შენი ცხოვრების უმძშიმეს წუთებში ხელში აყვანილი რომ დამყავდი!.. "