Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
- ხვალ ვეღარ მნახავ, გადამიყვანენ. - ვიცი. - სიკვდილმისჯილებში. - ვიცი. - დახვრეტის მოლოდინში. - ვიცი. - უკანასკნელ თხოვნას ხომ ყველას უსრულებენ? - მითხარით და შევეცდები. - იცი გეგა რომელში ზის? - ვიცი. - თინა? - იმ გოგოს საკანიც ვიცი. - შეგიძლია რომ ერთმანეთს ანახო? - ამ ღამეს? - ეს უკანასკნელი ღამეა, ერთმანეთს ვეღარასოდეს ნახავენ. ჩემი უკანასკნელი თხოვნაც ეს არის. - ქალების სართული მე არ მეკუთვნის და იქ გასაღების გარეშე ვერ შევაღწევ. - სიყვარული ყველა კარს აღებს... - იმ წიგნზე როდის ვილაპარაკოთ მამაო? - სიყვარულის პირველ კარს რომ გააღებ მერე. აქვეა, ზედა სართულზე... - კიდევ ბევრი ასეთი კარი მელოდება? - ბევრი, მაგრამ ზოგს უფრო ადვილად გააღებ... - პირველი კარი მაინც ყოველთვის უფრო ძნელია არა