"დამიგდეთ ყური, ბაბუა, უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!.." 30.08.2014
მასზე ლეგენდები დადიოდა. მან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც პირჯვრის გადაწერაც კი დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა, იტვირთა პილიგრიმობა და 37-ჯერ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში ფეხით. "სადაც დამიღამდებოდა, იქ წამოვწვებოდი, ბაბუა, არ მეშინოდა არაფრის, არც ფული მქონდა და არც ვალი. დავდიოდი ასე და ვქადაგებდი უფლის სიტყვასო..." მისი გამონათქვამები ხალხში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა და მოწამეთაში, სადაც მამა გიორგი მოღვაწეობდა, არ ილეოდა მასთან მიმსვლელი არასდროს. რას აღარ სთხოვდნენ, გამოჯანმრთელებას, შეწევნას, გასაჭირიდან დახსნას თუ მათი სულებისთვის ლოცვას... ის ყველას ღირსეულად იღებდა და ისტუმრებდა. მისი ღირსების ხაზგასმული